Thursday, December 4, 2008

მე მქვია დავითი

წარმოშობით სამეგრელოდან, კერძოდ კი ჩხოროწყუდან ვარ. ჩემმა ბაბუამ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა აფხაზეთში დაწყო და იქ დაფუძნდა საცხოვრებლად.

ჩემი სახელი ძველი ებრაული, მსოფლიოში გავრცელებული სახელია. იგი სხვადასხვაგვარად განიმარტება: ''სიყვარული'', ''სასურველი'', ''წინამძღოლი'', ''მეგობარი''...

ეს სახელი ჩემმა დეიდაშვილებმა , თამთამ და ქეთიმ შემირჩიეს, ალბათ დავით აღმაშენებლის პატივსაცემად, თანაც ჩემს გვარს კარგად ეწყობოდა...ჩემს ოჯახში და ჩემს წინაპრებს ეს სახელი არ რქმევიათ...

დავითი ერქვა ისრაელთა ლეგენდარულ მეფეს-წინასწარმეტყველს ფსალმუნთა ავტორს.ეს სახელი საქართველოში ერქვა რამდენიმე ქართველ მოწამეს დიდმოწამე დავითი არგვეთის მთავარი,დავით გარეჯელი და სხვა.

ასევე დავითი ერქვა საქართველოს ათამდე მეფეს, მათ შორის ყველაზე სახელოვანს მამაცს და უძლეველს დავით მეოთხე ბაგრატიონს. დავით მეოთხე ისტორიაში დამკვიდრდა ხალხისგან შერქმეული უბრწყინვალესი ზედსახელით – «აღმაშენებელი» და ტიტულატურით – «მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა». მისი სახელი შერჩა ქართულ ხმალს («დავითფერული») და ქართულ დროშას («დავითიანი»). დავით აღმაშენებელს ეკუთვნის მშვენიერი პოეტური ქმნილება - «გალობანი სინანულისანი»

დავითიდავ

ჩემი სახელის საალერსო ფორმებია: დათა, დათუნა, დათიკო, დათუჩა და ა.შ. ბოლოსართების დართვით კი მისგან გვარებიცაა წარმოქმნილი.

როგორც მოვიძიე საქართველოში თურმე 76051 დავითია, აქედან თბილსიში 25174, ქუთაისში 5175, რუსთავში 2936, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია გაფანტული...